დავით ზალკალიანის განცხადება

„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო აშშ-ის გუნდშია,- ამის შესახებ განცხადება დავით ზალკალიანმა „აი-სი-სი-ს“ წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „ისლამური სახელმწიფოსგან“ მომდინარე საფრთხეების ფორმებზე და მათთან გამკლავებისთვის აუცილებელ კოორდინირებულ ქმედებებზე ისაუბრა.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებისა და სტრატეგიის განხილვისას საგარეო საქმეთა მინისტრი მთელ რიგ მნიშვნელოვან ასპექტებს შეეხო.

დატოვე კომენტარი