დავით ზალკალიანის განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საბაჟო-გამშვები პუნქტების გახსნა იგეგმება. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია მცდარია და მას მიზანმიმართულად ავრცელებს რუსული მედია.

დავით ზალკალიანმა ასევე განმარტა 2011 წელს საქართველო-რუსეთს შორის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების დეტალები, რომელიც კერძო შვეიცარული კომპანიის მიერ საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვის მონიტორინგს ითვალისწინებს და განაცხადა, რომ აღნიშნულ შეთანხმებას არანაირი კავშირი არ აქვს რაიმე სახის საბაჟო ტერმინალების განთავსებასთან.