ვაჟა გაფრინდაშვილი მეცხრამეტე დღეა, ტყვეობაში იმყოფება

12:12, 27.11.2019

ვაჟა გაფრინდაშვილი მეცხრამეტე დღეა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება. ის ოკუპანტებმა უკანონოდ დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლის განცხადებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ქართველი ექიმის მონახულების შესაძლებლობა, სავარაუდოდ, კვირის განმავლობაში ექნებათ. ქართველ ექიმს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან, რასაც გატაცებული ექიმი არ აღიარებს.

 

მსგავსი