დავით ზალკალიანის განცხადება

„აუცილებელია, ჩვენ განსაკუთრებული სიმშვიდე შევინარჩუნოთ და არ მივცეთ შესაძლებლობა იმ ძალებს, რომელთაც სურთ სიტუაციის დაძაბვა, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს კონტროლის ჩარჩოებიდან“, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე პროცესებში, საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირების კუთხით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული. მისივე განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნებისმიერ დაძაბულობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხარეს, რომელიც ამ ტერიტორიაზე ახორციელებს ეფექტურ კონტროლს.