დავით ზალკალიანის განცხადება

„მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად“, – ამის შესახებ აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანის თქმით, საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და ინციდენტები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში. მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელება ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობაა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია საერთაშორისო თანამეგობრობა, პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.