დავით ზალკალიანის გამოსვლა გაერო-ს ასამბლეაზე

გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიის ფარგლებში, შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით დავით ზალკალიანმა მიმართა. დებატებში, რომელიც კოვიდპანდემიის საკითხზე იმართებოდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის მეთაური, საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები მონაწილეობდნენ. საქართველოს პირველმა დიპლომატმა, ხაზი გაუსვა კოვიდ-19-ის პირობებში მსოფლიოს მასშტაბით შექმნილ გამოწვევებს და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გაერთიანებული ძალებით შეძლებს პანდემიით გამოწვეული უპრეცედენტო სირთულეების დაძლევას.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის მიმართულებით მიმდინარე უპრეცედენტო გლობალურ თანამშრომლობას. ასევე მინისტრმა მადლიერება გამოხატა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისისადმი, რომელმაც საქართველოს კოვიდ-19-თან ბრძოლაში დახმარება აღმოუჩინა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, რუსული აგრესია და ჩრდილოელი მეზობლის პროვოკაციული ქმედებები. რაც ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს,  დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ფართომასშტაბიან კამპანიას და გახშირებულ კიბერთავდასხმებს ეხება.