დავით ზალკალიანის და სერგეი ლავროვის შეხვედრა

ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად საქართველოს და რუსეთის პირველი დიპლომატები ერთმანეთს შეხვდნენ. ეს იყო დავით ზალკალიანის და სერგეი ლავროვის არაფორმალური აუდიენცია, რომელიც ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში შუამავლობა და ორგანიზება საკუთარ თავზე შვეიცარიამ აიღო, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოში რუსეთის, რუსეთში კი საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს.

საგარეო საქმეთა მინისტრების მთავარი სასაუბრო თემა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება იყო, რა დროსაც მინისტრმა ზალკალიანმა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი დააყენა.

როგორც კომენტარებიდან ირკვევა, რუსეთთან პირდაპირი კომუნიკაციის და დიალოგის რეკომენდაცია ნიუ იორკში მყოფმა ქართულმა დელეგაციამ საერთაშორისო პარტნიორებისგან მიიღო.