დავით ზალკალიანი „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას“ დიპლომატებს აცნობს

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ საუბრის მთავარი თემაა საგარეო საქმეთა სამინისტროში.

დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს ხვდება. მინისტრმა მათ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რას წარმოადგენს მთავრობის მიერ შედგენილი სია. ვინ არიან ის ადამიანები, რომლებსაც ოფიციალური თბილისი კონკრეტულ დანაშაულებს ედავება და რა ზომები უნდა გატარდეს ამ სიაში არსებული პირების მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.