ზალკალიანი - „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“ ჟენევის ფორმატს საფრთხეს არ უქმნის

ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“ ჟენევის ფორმატს საფრთხეს არ უქმნის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზით გადაჭრას რუსეთისა და ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო წარმომადგენლების დესტრუქციული ქმედება უქმნის საფრთხეს, “ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია” კი  ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო ქმედებების აღმოფხვრას ემსახურება.

შეგახსენებთ, რომ  ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყებამ  “ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში” 33 პირის შეყვანაზე შეშფოთება გამოთქვა, ქართულ მხარეს დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ აღნიშნულმა ზომებმა, შესაძლოა, ჟენევის დისკუსიებს საფრთხე შეუქმნას.