საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივიცა დაჩიჩი იმყოფება. სერბ დიპლომატსა და პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უმასპინძლა.
მხარეებს შორის ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას. გაფორმდა მემორანდუმი ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობაზე. მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ დინამიურ ურთიერთობებს და ეკონომიკური მიმართულებით ახალი ორმხრივი ნაბიჯების აუცილებლობას. როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, სერბ და ქართველ ხალხს აკავშირებს, როგორც ისტორიული წარსული და კულტურული კავშირები, ისე ევროპული ფასეულობები და საერთაშორისო სამართლის უნივერსალური პრინციპების პატივისცემა.