დავით ზალკალიანი ორდღიანი ვიზიტით ჟენევაში იმყოფება

საგარეო საქმეთა მინისტრი ორდღიანი ვიზიტით ჟენევაში იმყოფება. დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიაზე.

ქართული მხარე საერთაშორისო საზოგადოებას ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილებს ყურადღებას. მათ შორის ისაუბრებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზეც.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც.

დავით ზალკალიანი მოლაპარაკებებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთანაც გამართავს.