დავით ზალკალიანი ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. შავი სიის მომზადებას ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. შავი სიის მომზადება ჟენევის ფორმატისთვის საფრთხის შექმნის მცდელობაა;

„ეს არის მცდელობა, გამოიყენონ იმისთვის, რომ საფრთხე შეექმნას ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს, მაგრამ ახალი არ არის. ჩვენ ძალიან ხშირად გვსმენია მსგავსი სახის რიტორიკა. ადგილი აქვს გატაცებებს, საშინელ მკვლელობებს, სწორედ იქითკენ არის მიმართული ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია, რომ ამის შემდგომი პრევენცია მოხდეს.

ჟენევის ფორმატს საფრთხე არ ემუქრება და საფრთხეს უქმნის არა ეს სია, რომელიც მიმართულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის პრევენციისკენ, არამედ რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. ეს არის მთავარი პრობლემა ჟენევის ფორმატის ეფექტიანობისთვის“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შესაბამისად, მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის, თანათავმჯდომარეების მცდელობები სწორედ ამისკენ უნდა იყოს მიმართული.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“, რომელიც მთავრობამ დაატმკიცა და პარლამენტს გადაუგზავნა, ამ ეტაპზე 33 პირია შეყვანილი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამის საპასუხოდ, ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. სანაკოევის სიის შექმნას გეგმავს.