დავით ზალკალიანი მაიკ პომპეოს შეხვდა

აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში მიღწეულ პროგრესს მაიკ პომპეომ მაღალი შეფასება მისცა. აღნიშნულთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო მდივანმა დავით ზალკალიანთან შეხვედრისას ისაუბრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება, სადაც საერთაშორისო კონფერენციის „მშვიდობა და უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთში“ გახსნის ღონისძიებაზე ხანმოკლე შეხვედრა და საუბარი შედგა მაიკ პომპეოსთან.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას. აშშ-ის მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ის მტკიცე პარტნიორისა და მოკავშირის, როლი.

მაიკ პომპეომ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ.