დავით ზალკალიანი ლიბიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ლიბიელ კოლეგასთან, მოჰამედ ტაჰასიალასთან გამართა შეხვედრა, სანტვინსენტის და გრენადინების მინისტრთან ლიუს სტრაკერთან კი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ლიბიელ კოლეგასთან  შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთოების პარალელურად, ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საკითხი განიხილეს. სანტვინსენტისა და გრენადინების მინისტრთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმით კი მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები უფრო  მეტად განვითარდება.