დავით ზალკალიანი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას აფასებს

ევროკავშირი-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობების თაობაზე, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი. დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს. მასში ნახსენებია ტერმინი „ოკუპაცია“ და მოწოდება რუსეთის მიმართ, პატივი სცეს ნაკისრ ვალდებულებებსა და დაუყოვნებლივ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს ევროპარლამენტისგან მუდმივი მხარდაჭერა აქვს, რაც სწორედ მსგავსი რეზოლუციების მიღებითაც დასტურდება.