დავით ზალკალიანი ე.წ. ვეტერანთა კავშირის მიერ წარდგენილ სიას ეხმაურება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვეტერანთა კავშირის მიერ წარდგენილ სიას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი.

დავით ზალკალიანის თქმით, სხვადასხვა ორგანიზაციის, არაღიარებული წარმონაქმნების მიერ მომზადებული დოკუმენტის შესახებ კომენტარის გაკეთება არ ღირს. ზალკანიანი ასევე განმარტავს, რომ ოფიციალური თბილისი განაგრძობს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილი პირებისთვის დაკისრებული სანქციების ამოქმედებაზე მუშაობას და მუდმივი კომუნიკაცია აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, პირველი შედეგებიც უკვე გვაქვს.

შეგახსენებთ, რომ ე.წ ვეტერანთა კავშირმა დე ფაქტო პარლამენტს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საპასუხოდ „ხიშბა-სიგუას“ 26-კაციანი სია შესთავაზა.