დავით წერედიანს ვაჟა-ფშაველას პრემია მიენიჭა

საქართველოს პრეზიდენტმა პოეტისა და მთარგმნელის, დავით წერედიანის ოჯახს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გადასცა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ვაჟა-ფშაველას პრემია ხაზს უსვამს ქართული კულტურის – ლიტერატურისა და პოეზიის მნიშვნელობას, რაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი სიმდიდრეა. ცერემონიას ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის კომისიის წევრები, გამომცემლობების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.