დავით წერედიანი გარდაიცვალა

82 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი პოეტი და მთარგმნელი, დავით წერედიანი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის   დამთავრების შემდეგ დავით წერედიანი ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობდა. 1981 წლიდან ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. დავით წერედიანის ყველაზე ცნობილ თარგმანებს შორის არის ფრანსუა ვიიონის ლექსები, გოეთეს „ფაუსტი“ და ძმები გრიმების ზღაპრები. ლიტერატურული მოღვაწეობის განმავლობაში, სხვა ჯილდოებთან ერთად, ცნობილმა ქართველმა მთარგმნელმა რამდენიმეჯერ აიღო „საბა“, მათ შორის 2014 წელს ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 2017 წელს გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა.