დავით უსუფაშვილმა გორში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

გორში, პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა „შენების მოძრაობის“, „ეროვნული ფორუმისა“ და„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებთან ერთად გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი და საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო.

გორიდან დავით უსუფაშვილი შინდისში ჩავიდა, სადაც დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.