დავით უსუფაშვილმა ცესკო-ში მხარდამჭერთა სიები წარადგინა

საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ცესკო-ში მხარდამჭერთა სიები წარადგინა. უსუფაშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციაში 32 ათასზე მეტი ხელმოწერა მიიტანა. ხელმოწერებს შორისა არიან პარტია “თავისუფალი დემოკრატების” მხარდამჭერებიც, სწორედ ამ პარტიის სახელით დარეგისტრირდა “შენების მოძრაობის” ლიდერი ცესკო-ში.

უსუფაშვილის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტი საჭირო ინსტიტუტია და ის გამარჯვების შემთხვევაში, ყველა მოქალაქის პრეზიდენტი იქნება.