დავით უსუფაშვილის განცხადება

„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ადასტურებს, რომ 2014 წელს მან იშუამავლა ირაკლი ოქრუაშვილსა და „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის. კერძოდ, დავით უსუფაშვილმა სახელმწიფოს პირველ პირებს გადასცა ირაკლი ოქრუაშვილის მზაობა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან და ოქრუაშვილს პასუხი გააგებინა, რომ მას დაუკავშირდებოდა მთავარი პროკურორი შოთაძე.

„არანაირი მსჯელობა ოქრუაშვილის მხრიდან, რომ ის იყო მზად სიყალბეებზე, ან ივანიშვილის მხრიდან, რომ თუ სიყალბეებს ჩაიდენ გეთანამშრომლები, მსგავსი არაფერი ყოფილა ჩემი თანდასწრებით“,-აცხადებს უსუფაშვილი.