ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა. დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ კომისია სრულიად იზიარებს ხელისუფლების კრიტიკოსების ხედვას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ.
„შენების მოძრაობის“ ლიდერი განმარტავს, რომ დასკვნაში ხაზგასმულია, რომ მოსამართლეთა შერჩევა საქართველოში პოლიტიზებულია. უსუფაშვილი ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის დასკვნას არ გაიზიარებს.