დავით უსუფაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს თელავში მართავს

“შენების მოძრაობის” ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩეველს თელავში შეხვდა. დავით უსუფაშვილმა მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატები ქვეყნის დაყოფის მცდელობაში დაადანაშაულა.

უსუფაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანას კვალიფიციური და ქვეყნის გაერთიანებაზე ორიენტირებული მმართველობა სჭირდება. პრეზიდენტობის კანდიდატი არ გამორიცხავს, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.