დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. მისი განცხადებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გრძელვადიანი პოლიტიკური საქმიანობით დაინტერესებული არ არის, შესაბამისად, მათი ერთობა ვერ შედგა.

დავით უსუფაშვილს რამდენიმე პარტიის მხარდაჭერის იმედიც აქვს, მათ შორის, სავარაუდოდ, იქნებიან “თავისუფალი დემოკრატები”. უსუფაშვილი ასევე აცხადებს, რომ ღირსეული კონკურენტები ჰყავს, თუმცა, პრიორიტეტები მოსახლეობამ თავად უნდა განსაზღვროს.