დავით უსუფაშვილი კახეთში შეხვედრებს მართავს

მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს „შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი.

დავით უსუფაშვილმა დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის აგრარული ბაზარი დაათვალიერა და მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ქვეყანაში მძიმე სოციალური პირობების გამო ფეთქებადსაშიში ვითარებაა და ამის თავიდან ასაცილებლად არჩევნებზე გონივრული გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო.

გურჯაანის შემდეგ დავით უსუფაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მშობლიურ სოფელ მაღაროში ჩავიდა და ამომრჩეველს შეხვდა.