დავით თორაძის საავტორო მუსიკის საღამო

18:42, 21.10.2025

ფლორენციაში, ფრანკო ძეფირელის ფონდის დარბაზში, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და იტალიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ლექსო თორაძის ფონდის ორგანიზებით, პირველად გაიმართა ქართველი კომპოზიტორის – დავით თორაძის საავტორო მუსიკის საღამო. პროექტის მიზანი, კომპოზიტორის შემოქმედების პოპულარიზაცია და საერთაშორისო არენაზე ქართული მუსიკის სათანადოდ წარმოჩენაა. საღამოზე, დავით თორაძის კლასიკური ნაწარმოებები და ცნობილი კინომუსიკა შესრულდა. კონცერტის პარალელურად, ძეფირელის ფონდის დარბაზში, ქართული ეროვნული სამოსისა და აქსესუარების გამოფენა მოეწყო.

მსგავსი