დავით ტაბიძეს გირაო შეეფარდა
მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელ დირექტორს დავით ტაბიძეს აღკვეთ ღონისძიებად 300 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.
მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ტაბიძეს ასევე აეკრძალა საზღვრის კვეთა, ჩამოერთმევა პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე 27 ოქტომბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 მილიონ 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და მილიონ 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები.