დავით სონღულაშვილმა ქვემო ქართლში მდებარე საწარმოები დათვალიერა

15:15, 26.08.2026

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქვემო ქართლში ის კომპანიები დაათვალიერა, რომლებიც სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობდნენ. მათ შორის არის გარდაბნის მეცხოველეობის ფერმა, რომლის მფლობელებმაც, საქმიანობის გაფართოების მიზნით, რამდენჯერმე ისარგებლეს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით. ამჯერად, კომპანია ორ ფერმას ფლობს. მინისტრი ასევე, ღვინის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიის საქმიანობას და საწარმოო პროცესს გაეცნო. კომპანია სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების უჟანგავი ფოლადის ავზებსა და ღვინის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე მანქანა-დანადგარებს აწარმოებს.

მსგავსი