დავით სონღულაშვილის ვიზიტი ბაქოში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ბაქოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი საერთაშორისო აგროგამოფენის CASPIAN AGRO 2026 და კვების მრეწველობის 31-ე გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ, დავით სონღულაშვილმა აგროგამოფენაზე წარმოდგენილ საქართველოს პავილიონში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს უმასპინძლა. გამოფენაში მონაწილეობის მიზანი, ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია, სავაჭრო კავშირების გაღრმავება და ორ ქვეყანას შორის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის ზრდაა. ასევე, ბიზნეს კავშირების გაფართოება და რეგიონში ეკონომიკური განვითარების გაძლიერება. CASPIAN AGRO 2026 7 მაისამდე გაგრძელდება. წელს ღონისძიებაში მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.