დავით სონღულაშვილი სომხეთში

18:38, 28.10.2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ერევანში ვიზიტს განაგრძობს. დავით სონღულაშვილი  ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის მაღალი დონის სეგმენტის მინისტერიალში მონაწილეობს. დავით სონღულაშვილმა შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს სოციალური უფლებების, ჯანმრთელობისა და გარემოს დირექტორატის ხელმძღვანელთან და   და ბერნის კონვენციის გენერალურ მდივანთან, სადაც ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოებისა და ბერნის კონვენციის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პავილიონში გაიმართა ღონისძიება „დაცული ტერიტორიების გაძლიერება ბერნის კონვენციის ფარგლებში“.

მსგავსი