დავით სონღულაშვილი რაჭაში

სოფლის მეურნეობის მინისტრი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში იმყოფება. დავით სონღულაშვილი სამინისტროში შემავალი უწყებების რეგიონულ ოფისებს სტუმრობს, ადგილობრივ საწარმოებს ეცნობა და ფერმერებთან და მეწარმეებთან შეხვედრებს მართავს. მინისტრი ონის მუნიციპალიტეტში მდებარე რაჭის ეროვნულ პარკსაც ესტუმრა, რომლის გაფართოებისა და განვითარების მიზნით, უკვე მომზადებულია შესაბამისი კანონპროექტი. დავით სონღულაშვილი შეხვდა რეინჯერებსაც და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნო. მინისტრმა ეროვნული სატყეო სააგენტოს ახალი ოფისიც დაათვალიერა, რაც რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტს ემსახურება. დავით სონღულაშვილი გაეცნობა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ოფისში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს. ასევე დაათვალიერებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისს.