დავით სონღულაშვილი იტალიაში შეხვედრებს მართავს
იტალიელ და სერბ კოლეგებს შეხვდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დავით სონღულაშვილი ვიზიტით იტალიაში იმყოფება. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ყურადღება აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროექტების საკითხებზე გამახვილდა. დისკუსია შედგა მხარეებს შორის თანამშრომლობაზე. ხარისხის სტანდარტების და სერტიფიცირების სისტემების დანერგვის გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით.