ისრაელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დავით სონღულაშვილი კოლეგა მინისტრს შეხვდა. განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
ხელი მოაწერეს განზრახულობათა დეკლარაციას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას ითვალისწინებს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორისაა სოფლის მეურნეობის ვაჭრობის გაფართოება, სურსათის უსაფრთხოება, თანამედროვე საირიგაციო სისტემების დანერგვის ხელშეწყობა, თანამედროვე ბაღების გაშენება, გამოცდილების გაზიარება ჭკვიანი ფერმერული მეურნეობების მართვის სისტემების თვალსაზრისით და გაციფრულების მიმართულებით.