გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონშია. მინისტრმა ბაღდათში, სოფელს ვარციხეში, შპს აგროლეინის მოცვის ბაღი, გადამმუშავებელ და შემნახველი საწარმო დაათვალიერა. დავით სონღულაშვილმა შეხვედრა გამართა ფერმერებთან და მეწარმეებთან. სახელმწიფოს აქტიური ხელშეწყობით, რაც გულისხმობს ფინანსებზე, ცოდნაზე, ტექნოლოგიებზე, ბაზრებზე წვდომაში მხარდაჭერას, დღეს მოცვის ბაღები საქართველოში 2,700 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული. მოცვი, თხილთან და ციტრუსთან ერთად, დასავლეთ საქართველოში ფერმერების და მეწარმეების ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო გახდა. აღსანიშნავია რომ გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 28 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ლურჯი მოცვი, რაც 33%-ით აღმატება 2023 წლის მაჩვენებელს. მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრები სამინისტროში შემავალი უწყებების რეგიონულ სამსახურებთან, ის ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსაც ესტუმრება.