დავით სონღულაშვილი გორის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა

18:33, 07.10.2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გორის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.  დავით სონღულაშვილმა ვაშლის მოსავლის აღება-დაბინავების მიმდინარე საკითხების შესახებ ინფორმაცია, გორში მოქმედ საკოორდინაციო შტაბში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მოისმინა.  რის შემდეგაც მოინახულა ვაშლის თანამედროვე ბაღი, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ დახმარებით გაშენდა. ასევე დაათვალიერა საკონსერვო და სამაცივრე მეურნეობები..  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შიდა ქართლში არასტანდარტულ ვაშლს, ხილის გადამააუშავებელი 7 საწარმო იბარებს . სოფლის განვითარების სააგენტო 1კგ არასტანდარტულ ვაშლზე, 10 თეთრის ოდენობის სუბსიდია გასცემს იმ კომპანიებს, რომლებიც აღნიშნულ პროდუქტს არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდიან.

მსგავსი