დავით სონღულაშვილი გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის მდივანს შეხვდა

15:33, 10.12.2025

დავით სონღულაშვილი ნაირობიში, გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანს, ტატიანა მოლჩეანს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, წყლის რესურსების დაცვის, გარემოსდაცვით მონაცემთა სისტემების გაძლიერებისა და ინდუსტრიული ემისიების კონტროლის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.

ტატიანა მოლჩეანმა ორგანიზაციის სახელით გამოხატა მზადყოფნა საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისა და შემდგომი მხარდაჭერის თაობაზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ურთიერთთანამშრომლობით მიღწეულ შედეგებზე გამახვილდა.

მსგავსი