დავით სონღულაშვილი ციტრუსის მოსავლის აღების პროცესს დაესწრო

18:40, 19.12.2025

სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქობულეთში ციტრუსის მოსავლის აღება-დაბინავების პროცესს გაეცნო. დღეის მდგომარეობით, ექსპორტირებულია 20 000 ტონა სტანდარტული მანდარინი, რომლის საერთო ღირებულება 12 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს და გადამუშავებულია 12 000 ტონამდე არასტანდარტული მანდარინი, რისთვისაც 4 მლნ ლარამდე სუბსიდია გაიცა. სამინისტროში აცხადებენ, რომ გრძელდება ციტრუსის სექტორის მხარდაჭერას, რაც ხელს უწყობს ფერმერების შემოსავლების ზრდას და ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.

მსგავსი