დავით სერგეენკო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეხმაურება. დავით სერგეენკოს თქმით, ბავშვის ვინაობა იდენტიფიცირებულია და საკითხში ჯანდაცვის სამინისტრო უკვე ჩაერთო.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც არასრულწლოვნები თანატოლს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და ვიდეოს თავად იღებენ. ვიდეოსთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 140-ე და 157-ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.