ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაცია

თბილისის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში ჩატარებული დროებითი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა  „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად. კლინიკის ძირითად ნაწილს სარემონტო სამუშაოები „საპარტნიორო ფონდის“ დაფინანსებით ჩაუტარდა.

“საპარტნიორო ფონდს“ თბილისის ბავშვთა ინფექციური, ე.წ. ონკოლოგიური და რესპუბლიკური საავადმყოფოები, განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, სახელმწიფოსგან 2 წლის წინ გადმოეცა.