დავით ნარმანიას მოსმენა პარლამენტში

18:35, 20.10.2026

რატომ გაითიშა ელექტროენერგია ორჯერ, მთელი საქართველოს მასშტაბით ზაფხულში და რა გახდა ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის მიზეზი – ამ საკითხებთან დაკავშირებით, შეკითხვები დღეს პარლამენტში დავით ნარმანიას დაუსვეს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დღეს ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, კომისიის  2025 წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში კომისიის აპარატის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტში, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, 1853 განცხადება/საჩივარი შევიდა და დავების გადაწყვეტის შედეგად, მომხმარებლებისათვის ჩამოწერილმა თანხამ ჯამურად შეადგინა 1 435 172 ლარი. ნარმანიას განცხადებით  საანგარიშო წლის განმავლობაში, კომისია აქტიურად განაგრძობდა მომხმარებელთა კონსულტირებას Facebook-გვერდისა და ქოლცენტრის საშუალებით. ანალიზის შედეგად  კი – გამოიკვეთა, რომ მოქალაქეთა მიერ დასმული ძირითადი საკითხები, კომუნალურ კომპანიებთან ურთიერთობის დროს წარმოქმნილ სხვადასხვა პრობლემას ეხებოდა, კერძოდ, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ხშირ წყვეტას, ასევე რეგიონებში ელექტროენერგიის ძაბვის ხარისხს. ზაფხულში მომხდარი ავარიების შესახებ, სემეკი ხვალ იმსჯელებს. დავით ნარმანიას განცხადებით,  მარეგულირებელმა კომისიამ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის და გენერაციის ცალკეული ობიექტების  საქმიანობის სისწორესთან დაკავშირებით.ძალიან დიდი შრომა გაწია, დეტალურად შეისწავლა ყველა ტექნიკური საკითხი და ნიუანსი.

მსგავსი