დავით ნარმანია „ვარკეთილის“ მეტროსადგურში მომხდარ ფაქტს ეხმაურება

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდართან დაკავშირებით ბევრ კითხვას გამოძიებამ უნდა უპასუხოს და მკაცრად დაისაჯონ ის პირები, რომელთა ბრალეულობაც გამოიკვეთება, – ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე ტენდერის გამოცხადების დროს საპროექტო დოკუმენტაცია არსებობდა და სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარებაზე კომპანიის მიმართ მითითებები არ ყოფილა.