დავით მაღრაძის „უსადაურო“

დავით მაღრაძის ლექსებს თურქი მკითხველიც გაეცნობა.

თურქულ ენაზე ნათარგმნი კრებული სახელწოდებით „უსადაურო“ სტამბოლში ავტორმა თავად წარადგინა. თანამედროვე ქართული პოეზიის გასაცნობად პრეზენტაციაზე ცნობილი თურქი გამომცემლები და მწერლები, ასევე ქართველი ემიგრანტები მივიდნენ. პოეტის ლექსები ცნობილმა თურქმა მსახიობმა წაიკითხა.