დავით მაღრაძის პოემების თარგმანების პრეზენტაცია 

21:58, 25.06.2026

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ცნობილი ქართველი პოეტის, დავით მაღრაძის წიგნების ინგლისური და ინგუშური თარგმანები წარადგინეს. ინგლისურ ენაზე გამოცემული „ჰამლეტის სარკისა“ და ინგუშურ ენაზე ნათარგმნი „ბარაქიანი მიწის“ პრეზენტაცია ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიება ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ გახსნა. აუდიტორიის წინაშე წარსდგა თავად ავტორი. დავით მაღრაძემ საკუთარ შემოქმედებაზე და მისი ნაწარმოებების თარგმანებზე ისაუბრა. პოეტმა შეკრებილი საზოგადოებისთვის, ამონარიდები  საკუთარი წიგნებიდან ქართულ ენაზე წაიკითხა.

მსგავსი