დავით მაღრაძის კრებულის პრეზენტაცია თესალონიკში 

22:09, 08.05.2026

თესალონიკის წიგნის რიგით 22-ე ფესტივალზე, რომელიც გუშინ გაიხსნა და ხუთი დღე გაგრძელდება, ცნობილი ქართველი პოეტის დავით მაღრაძის პოემის ბერძნული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. გამომცემლების, მკითხველების და და ქართული დიასპორის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა ავტორთან შეხვედრაც. „ბარაქიანი მიწა“ ცნობილმა ბერძნულმა გამომცემლობამ დაბეჭდა. შეკრებილ საზოგადოებას პოემის მთავარი გზავნილებსა და პოეზიის მნიშვნელობაზე პირადად ავტორი ესაუბრა.

„მოამბე“ თესალონიკიდან, – ნახეთ მარიკა შალიკაშვილის სიუჟეტი.

მსგავსი