დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესზე, ადვოკატის შუამდგომლობა მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძის აცილებასთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდა.

მოსამართლის განმარტებით, დაცვის მხარემ საფუძვლიანი არგუმენტი ვერ წარმოადგინა. გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თავად ბრალდებული და მოსამართლე მისი უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.

დავით კირკიტაძემ შესავალ სიტყვაში დასაკითხ პირთა სიის გაზრდა მოითხოვა, მათ შორის პოლიციის მაღალჩინოსნების, კახა საბანაძის და თეიმურაზ კუპატაძის დაკითხვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.