დავით კირკიტაძის საქმე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

როგორც კირკიტაძემ განაცხადა, ის პატივს სცემს პოლიციის ინსტიტუტს. ამასთან, დაცვისა და ბრალდების მხარეები შეთანხმდნენ საპროცესო გარიგებაზე და მოსამართლემ დავით კირკიტაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლა. კირკიტაძის მიმართ საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით არის აღძრული, რაც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი