დავით კირკიტაძეს პატიმრობა შეეფარდა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

ბრალდების მხარემ სხდომაზე კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა და მიზეზად მიმალვის საფრთხე დაასახელა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, რომ დავით კირკიტაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და მისი დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

სხდომის დაწყებისას დავით კირკიტაძემ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობას უცხადებს, თუმცა მზად არის, სასამართლოსთან ითანამშრომლოს.