დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა.

საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარის მიერ პროცესზე წარმოდგენილი 15 ათასი მოქალაქის ხელმოწერა, პარლამენტის 27 წევრი შუამდგომლობა და ამასთანავე წინასასამართლო სხდომებზე ადვოკატების შუამდგომლობა პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდების შესახებ, მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დავით კირკიტაძემ მოსამართლეს მიმართა და მას დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.

სასამართლო სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მათ შორის, გრიგოლ ვაშაძე ესწრებოდა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 12 მარტს გაიმართება.