დავით ხომერიკს ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა 

18:10, 15.08.2025

დავით ხომერიკი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. ის დაკავებული იყო ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანა, განთავსების ბრალდებით. დავით ხომერიკი 2 დეკემბერს თამარაშვილის გამზირზე გამთენიისას დააკავა პოლიციამ. განაჩენის გამოცხადებამდე ბრალდებულმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა და მოსამართლეს ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა. მისი თქმით 8 თვეა უსამართლოდ, მტკიცებულებების გარეშე, პოლიტიკური ნიშნით ზის ციხეში რადგან გავრილოვის ღამიდან დაწყებული ხელისუფლების ანტიევროპული კურსი გააპროტესტა. წარდგენილი ბრალდება ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი