დავით კეზერაშვილის საქმეზე დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხა - რას აცხადებენ დაცვის წევრები და რას პასუხობს ბრალდება 

დავით კეზერაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე დღეს დაცვის მხარის 2 მოწმე – ბრალდებულის დაცვის წევრი და მძღოლი დაიკითხა.

როგორც მოწმეებმა განაცხადეს, კეზერაშვილი და ბიზნესმენი თამაზ ნიჟარაძე  ახლო მეგობრები იყვნენ და მათ შორის დაძაბული ურთიერთობა არასდროს შეუნიშნავთ.  საპირისპიროს აცხადებს ბრალდების მხარე.

პროკურორის თქმით, კეზერაშვილსა და ნიჟარაძეს შორის ურთიერთობა 2010 წელს დაიძაბა, მას შემდეგ რაც გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ბიზნესმენს წილების დათმობა მოსთხოვა.

დავით კეზერაშვილს მთავარი საგამოძიებო უწყება დიდი ოდენობით თანხების გამოძალვას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, კეზერაშვილმა, იძულების წესით, ბიზნესმენს ორი კომპანიის წილები დაათმობინა.